ანტირუსული თეორია მალაიზიური “ბოინგის” ჩამოგდებასთან დაკავშირებით იმსხვრევა

უკრაინა იძულებული გახდა, ირიბად აღიაროს, რომ თავისი ანტირუსული ვერსია, რომ 2014 წლის 17 ივლისს დონბასის თავზე მალაიზიური სამგზავრო ავიალაინერის (რეისი MH-17, ამსტერდამი – კუალა- ლუმპური) ჩამოგდება რუსებმა მოახდინეს, ვერ მტკიცდება.

ისევ და ისევ უკრაინის გენერალურმა პროკურატორამ გამოიწვია თავისი პროკურორები საერთაშორისო საგამოძიებო კომისიიდან. ამის შესახებ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თანაშემწე ლარისა სარგანმა დაწერა საკუთარ “ფეისბუკ”-გვერდზე.

მისი ინფორმაციით, გათავისუფლებულია ყველა პროკურორი, უკრაინის მხრიდან საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის ჩათვლით. სარგანს ეს ინფორმაცია ჰოლანდიელი კოლეგებისგან მიუღია. ამ გათავისუფლებებთან დაკავშირებით კიევში ჰოლანდიიდან ერთობლივი საერთაშორისო ჯგუფის თავმჯდომარე ფრედ ვესტერბეკეც ჩამოსულა, რათა უკრაინის პროკურატურის ამ გადაწყვეტილების მიზეზები გაეგო, მაგრამ უკრაინის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი, რუსლან რიაბოშაპკა მას არ შეხვედრია. ამიტომ, ექს-გენპროკურორის თანაშემწე ეჭვობს, რომ უკრაინის გენპროკურატურას სურს, გამოძიების მასალები გააქროს და საქმე მიჩქმალოს.

ეს ყველაფერი მოწმობს, რომ “ნიუსფრონტის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, სრული სიმართლეა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წელს გაუჩნდა მტკიცებულებები, რომ მალაიზიური თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა 1986 წელს უკრაინის დოლგოპრუდნენსკის ქარხანაში გამოშვებული საბჭოთა “ბუკ”-ის სისტემის რაკეტით, ეს რაკეტა კი უკრაინის მფლობელობაში იყო 2014 წელსაც, კერძოდ, ტერნოპოლის სამხედრო ბაზაზე ინახებოდა.