“[ამ ნაძვის ხის] სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ…”, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ გინებით “სახელგანთქმული” წყვილის – გვარამია-გაბუნიას მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, როდესაც ეს უკანასკნელი მერს რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ ნაძვის ხეზე პროვოკაციულ კითხვებს უსვამდა.
„საიდან იგონებთ ამ ტყუილებს ან რატომ იგონებთ, გაერთეთ, ახალი წელია, ისიამოვნეთ… თქვენ გჭირდებათ ახლა სიამოვნება და გართობა…” – დაამშვიდა კალაძემ გვარამია-გაბუნიას შიკრიკი, რომელსაც პრეტენზია გაუჩნდა, რომ “ჟურნალისტია” და “მასმედიას” წარმოადგენს.
“კარგი, ახლა, მედია ცოტა ზედმეტია” – იყო კალაძის პასუხი.