გერმანული ჟურნალი “ბილდ” ავრცელებს გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მსოფლიოში მშვიდობისთვის საფრთხედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიაჩნია. გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა თქვა, რომ სწორედ ტრამპი წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიო მშვიდობისათვის.
შედარებისთვის: რუსეთის პრეზიდენტს საფრთხედ გერმანელ რესპონდენტთა მხოლოდ 8 პროცენტი მიიჩნევს. ტრამპის შემდეგ მეორე ადგილს გამოკითხვაში ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი 17 პროცენტით იკავებს.
საკუთარი მთავრობის მეთაურს, ანგელა მერკელს გერმანელები უფრო ნაკლებად ენდობიან, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონს: ბუნდესკანცლერს ენდობა გერმანელთა 53 პროცენტი, უარყოფითად არის განწყობილი – 44 პროცენტი; მაკრონს დადებითად აფასებს რესპონდენტების 57 პროცენტი, უარყოფითად კი მხოლოდ 32 პროცენტი. 11-მა პროცენტმა შეფასებისგან თავი შეიკავა.