გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა ნაპოვნია. – ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.
“არასრულწლოვანი კანონიერ წარმომადგენლებთან არის მიყვანილი”, – აცხადებენ შსს-ში.
გოგონა გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია.
ცნობისთვის, არასრულწლოვანი გორიდან 22 დეკემბერს გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწყო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. ოფიციალურად, სამძებრო სამუშაოები 26 დეკემბრის დილიდან მიმდინარეობდა.
წყრო: “ინტერპრესნიუსი”