რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი, საქართველოს პრეზიდენტის იდეას გამოეხმაურა, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის არა უსარგებლო ჟენევის ფორმატით, არამედ, უკრაინის გარშემო მიმდინარე ნორმანდიის ფორმატის მიხედვით გაიმართოს.
პესკოვმა ზურაბიშვილის მოსაზრებას მხარი არ დაუჭირა იმის გამო, რომ ნორმანდიის ფორმატი სპეციალურად უკრაინისთვის არის შექმნილი, ხოლო საქართველოსთან რუსეთის დაძაბულობა გამოწვეულია, ციტატა – “საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ძალზე არამეგობრული პოლიტიკითა და აგრესიული ქმედებებით”. რა თქმა უნდა, რუსეთის პრეს-მდივანი “მაშინდელ ხელისუფლებაში” მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს გულისხმობს. პესკოვის აზრით, ნორმანდიის ფორმატი სტრუქტურულად განსხვავდება რუსულ-ქართული ურთიერთობების თემატიკისაგან და იგი სპეციალურად უკრაინაზე, დონბასში წარმოშობილ კონფლიქტზეა მორგებული.
მეორეს მხრივ, დიმიტრი პესკოვი უკმაყოფილოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელი დონით და ამ ურთიერთობების არსებითად გაუმჯობესებას ემხრობა.