რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა! – არადიპლომატიური მიდგომის მძიმე შედეგები

ახალგორი უკვე 114 დღეა ჩაკეტილი და მოსახლეობას  რეაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ.

ბოლო 4 თვის განმავლობაში, ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა.დღეისათვის, ფაქტიურ ტყვეობაში დაახლოებით 1500-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

ახალგორელები, რომლებიც ამ დროისთვის წეროვნის დევნილთა დასახლებაშ ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მწვავე უკმარისობაა მედიკამენტების და პროდუქტის:

“ჩემი ახლობლები იქ არიან ჩარჩენილი, ძმა და რძალი, საჭმელი იმათ არ აქვთ და სასმელი..”

“ვის აქვს უფლება, სახლში არ მატარებენ? წარმოიდგინეთ როგორ დღეში არიან, უჭირთ, მედიკამენტები არ არისო, სამედიცინო მომსახურება ძალიან დაბალ დონეზეაო” – აცხადებენ დევნილი ახალგორელები

გადასასვლელთან დღეს დილიდან იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ახალგორში არსებული მდგომარეობის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ბრიუსელს და ევროპის სხვა დედაქალაქებს.

მერამდენედ “იქაჩებიან” ევროპელი თუ ამერიკელი დამკვირვებლები და მერამდენედ განიცდიან კრახს?! არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა! არ არსებობს, გადაუდგმელი ნაბიჯები! ეს ის შემთხვევა, როცა “დუმილს ოქროს ფასი” არ აქვს.