ინციდენტს სირიის ტელ-ტამერის რაიონში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჰასაკას პროვინციაში ჰქონდა ადგილი.
რუსი და ამერიკელი სამხედროები ერთსა და იმავე ტერიტორიაზე მოხვდნენ, ამერიკელები აწარმოებდნენ “საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას” – იუწყება პრობრიტანული და პროამერიკული ორგანიზაცია “სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორია”. ამ ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკელები რუსებს გადაეყარნენ და მათ შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც მუშტი-კრივში გადაიზარდა.
ამ ინფორმაციას რუსული წყაროებიც ადასტურებენ, მაგრამ “რუსსკაია ვესნა” ამტკიცებს, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა.
სჯობს მუშტებით, ვიდრე ბირთვული რაკეტებით…