თბილისის საკრებულოში 13 მილიონერია

თბილისის საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს – შესაბამის კვლევას „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ აქვეყნებს.

როგორც აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საკრებულოს 50 წევრიდან 21 დეპუტატს ჯერ ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.

მილიონერი დეპუტატების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: თამარ ტალიაშვილი („ქართული ოცნება“) 3 383 989 ლარი, ჯაბა ჯიშკარიანი („ქართული ოცნება“) 3 349 705 ლარი, ვლადიმერ ძნელაძე („ქართული ოცნება“) 2 935 134 ლარი, ზაზა ვეკუა (ფრაქცია „დედაქალაქი“)2 510 281 ლარი, ავთანდილ დავითაძე („ქართული ოცნება“) 2 311 337 ლარი.

ავტორების განცხადებით, კვლევა ეყრდნობა დეპუტატების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს და თითოეული ქონება შეფასებულია დღევანდელი საბაზრო ღირებულებების მიხედვით, კვლევის მაქსიმალური ცდომილება კი 10%-ს შეადგენს.