საუბარია რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის სფეროში, კერძოდ, პროექტზე “თურქული ნაკადი”. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დომნეზმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელიც წერტილს უსვამს ამერიკის ამბიციებს ამ პროექტის მიმართ:
«ჩვენ უკვე 8 იანვარს ავამოქმედებთ ‘თურქულ ნაკადს’, რაც თურქეთს მსოფლიო ბაზარზე შეუცვლელს გახდის — გაზსადენები ხომ როგორც აღმოსავლეთით, ისე ჩრდილოეთით გაივლის» — განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ «თურქული ნაკადი» თავისი მასშტაბურობით ტოლს არ უგდებს ტრანსანატოლიურ პროექტ «TANAP»-ს, რომლის წყალობით თურქეთი ევროპის ენერგოუსაფრთხოებას გააკონტროლებს.
როგორც “ნიუსფრონტი” უკვე იუწყებოდა, აშშ-ის კონგრესმა სანქციათა პაკეტი მიიღო “ჩრდილოეთის ნაკადი-2” და “თურქული ნაკადის” მიმართ.