“2008 წელს, ნოემბრის თვეში, როდესაც სააკაშვილს მაშინდელმა ოპოზიციამ 19 პოლიტპატიმრის სია შეუტანა, სააკაშვილმა 5 ადამიანის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, ხოლო დარჩენილი 14-ის შეწყალებას დასთანხმდა, მათ შორის მეც ვიყავი.
მიუხედავად წამებისა და და არაადამიანური მოპყრობისა, რასაც ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის საპყრობილეებში განვიცდიდით, ყველამ უარი განვაცხადეთ შეწყალებაზე.
გმირობას არ ვიჩემებთ, მაგრამ გმირები შეწყალებას არ ითხოვენ!
სიტყვა ‘გმირი’ ნუ შეაზიზღეთ ხალხს!” – წერს საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი, ვიცე-პოლკოვნიკი გივი ვანიშვილი.