ეკა მიქავას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ქმარს ადანაშაულებენ

ზუგდიდში, 35 წლის გარდაცვლილი ქალის მეუღლეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.  მოგვიანებით კი, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს.

მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ეკა მიქავას თვითმკვლელობამდე მიყვანაში გარდაცვლილის ოჯახი ქმარს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ ის მეუღლეს სცემდა და ცხედარს დაზიანებებიც აღენიშნება. დაღუპულს, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.