პოლიტიკური პატიმრები “ცივილიზებულ სამყაროში” – აქცია გერმანიაში

დიდი ხანია, “ცივ ომში” გამარჯვებულმა დასავლეთმა თავისზე მოირგო “ცივილიზებული სამყაროს” ტიტული და თითქოს გამორიცხულია, რომ ამ სამყაროში არსებობდნენ პოლიტიკური პატიმრები. მაგრამ ისინი არსებობენ. ჯულიან ასანჟი – “ვიკილიქსის” დამაარსებელი, ციხეში ზის იმის გამო, რომ მან მსოფლიოს აუწყა ამ “ცივილიზებული სამყაროს” მმართველთა ბინძური ზრახვები, მსოფლიოს ხალხებისადმი აგდებული დამოკიდებულება და უამრავი კანონდარღვევა – საკუთარი ქვეყნების კანონების დარღვევა.

“ცივილიზებულ” ლიეტუვაში თუ ლიტვაში სკელეტს დაამსგავსეს ღირსეული ლიტველი კაცი, სიმართლისთვის მებრძოლი ალგირდას პალეცკისი. მაგრამ ასეთი ფაქტები ბევრია. ციხეში სხედან სხვა ჟურნალისტებიც, თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო დასჯილნი. ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ გერმანელი აქტივისტების მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია ჩატარდა. მოუსმინეთ გერმანელ ჟურნალისტს კენ იებსენს (თარგმანი რუსულ ენაზე):