ქეთევან ციხელაშვილი არაეფექტური მინისტრია

ქეთევან ციხელაშვილი, ე. წ. “შერიგების მინისტრი”, არასოდეს აკეთებს შემრიგებლურ განცხადებებს არც ოსებთან და აფხაზებთან და, მით უმეტეს, არც რუსეთთან მიმართებაში. ქ-ნი მინისტრი აშკარად არ არის მოწოდებით დიპლომატი და პოლიტიკისაც ბევრი არაფერი ესმის.

ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა, მისი მოღვაწეობის რამდენიმეწლიანი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ: ქ-ნი ციხელაშვილის მინისტრობის დროს ათასობით საქართველოს მოქალაქე დააკავეს ცხინვალის რეგიონში და ვინ დაასახელებს თუნდაც ერთ საქმეს (აღარაფერს ვამბობ გამონაკლის შემთხვევაზე – ტატუნაშვილის ტრაგედიაზე), რომელიც ამ ქალბატონის ჩარევით გადაწყდა?!

ეს გასაკვირი არც არის, ქეთევან ციხელაშვილს ხომ არ იცნობენ არც ოსები, არც აფხაზები, არავინ იქ არ აფასებს, მისი სიტყვა არაფერს ნიშნავს. ნაცვლად იმისა, მინისტრი კონტაქტების დამყარებას და თავისი იმიჯის შექმნას ცდილობდეს, იგი არადიპლომატიური, პროვოკაციული განცხადებების კეთებით არის დაკავებული. რის შერიგების მინისტრია ეს ქალი? არ შეიძლება, რომ ვინმე ნორმალური დიპლომატი, ავტორიტეტული პიროვნება გამოიძებნოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობისათვის და ნამდვილი შერიგების პროცესს ჩაეყაროს საფუძველი?!

გივი მდივნიშვილი,
სპეციალურად “ნიუსფრონტისათვის”, ვლადიკავკაზი