აქციის მონაწილეები მერიის მიერ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი

დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ,-ამის შესახებ  თბილისის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს.

“დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს”,-აცხადებენ თბილისის მერიაში.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”