სულ ცოტა ხნის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე დადგმული კარვები მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღებულია მოძრაობა “სირცხვილია”-ს, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის მიერ გაშლილი კარვები. ადგილზე უკვე მივიდა პარტია “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენელი, პარლამენტარი ელენე ხოშტარია, რომელიც დასუფთავების მანქანაზე აძვრა და ცდილობს თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ მისცეს.
პარლამენტის წინ იკრიბებიან “ნაციონალები” და მათი მხარდამჭერები, ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.