ვაჟა გაფრინდაშვილი, სულ მცირე, უნდა დაიკითხოს – უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი

“ნორმალურ ქვეყანაში ვაჟა გაფრინდაშვილს, სულ მცირე, სერიოზულ დაკითხვას მოუწყობდნენ სამართალდამცავი ორგანოები, ჩემი აზრით კი, საერთოდ ბრალდება აქვს წასაყენებელი:

მის  საქციელს შეიძლება, სამხედრო კონფლიქტი გამოეწვია და არსებული მყიფე მშვიდობა დაერღვია. წარმოიდგინეთ, ყველამ რომ თავისი წილი “გმირობა” გადაწყვიტოს, რამდენ საათში დაიშლება საქართველო!” – განაცხადა “ნიუსფრონტთან” სატელეფონო საუბარში სპეცსამსახურების პოლკოვნიკმა, ანტიტერორისტული ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ.

“დაზუსტებულად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი პაციენტი არ არსებობს, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია” – დასძინა მან.

ამასობაში თავად ვაჟა გაფრინდაშვილი “პოლიტკორექტულად” ალაპარაკდა: ამერიკის სპეცსამსახურების პროექტს, “რადიო თავისუფლებას” გაფრინდაშვილმა განუცხადა, რომ მას “ევროპა უნდა” და თანახმაა, მოსახლეობის 10 პროცენტი “გეები” იყოს, ეს თურმე “ყველა ქვეყანაში” ასეა; სამაგიეროდ, მას არ უნდა, რომ “აქ ვლადიკავკაზი იყოს”.