“მუსიკის მოსმენა და ცეკვის ყურება დიდი ცოდვაა” – ისლამისტი ქართველი თეოლოგი

“თეოლოგი”, როგორც თავის თავს უწოდებს, ნოდარ დავითაძე, “ისლამის სკოლის” მქადაგებელია ინტერნეტში. იგი ამავე დროს ბათუმში თურქული მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის დამაარსებელია თურქულ და დასავლურ გრანტებზე ჩამოკიდებულ ტარიელ ნაკაიძესთან ერთად.

სურათზე: ნოდარ დავითაძე – ვახა მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი სლოგანით: “ნუ მომკლავ” (დავითაძის ფეისბუკ-გვერდიდან).

დავითაძის “ისლამის სკოლა” შემჩნეულია ქართველ მუსლიმთა შორის სალაფიტური ცრუ-სწავლებების გავრცელების მცდელობაში. ერთხელ მან “ფეისბუკზე” გამოფინა არაბი ვაჰაბიტების მიერ შეთხზული “სწავლება”, რომლის მიხედვითაც, მუსლიმმა არამუსლიმს სალამი თვალთმაქცურად უნდა უთხრას და “დილა მშვიდობისა”-ში და “გამარჯობა”-ში კაფირისთვის (ანუ “ურწმუნოსთვის”) ისლამზე გადასვლის სურვილი უნდა ჩადოს.

ეს უსუსური “სწავლება” არ შეესაბამება ისლამის არსს და არც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ვინაიდან იგი მიზნად ისახავს, აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმები გაუცხოვდნენ დანარჩენი საქართველოსაგან.

საქართველო წარმოუდგენელია ცეკვისა და მუსიკის გარეშე. ზედმეტობები ხელოვნებაში ქრისტიანებისთვისაც ცოდვაა, ასევე მართლმორწმუნე მუსლიმებისთვისაც. მაგრამ არა ისე, როგორც ეს “თეოლოგ” დავითაძეს ჰგონია. იგი რადიკალურად ილაშქრებს ცეკვისა და მუსიკის ანუ ხელოვნების წინააღმდეგ. არ შეიძლება, მას არ ესმოდეს, რომ ეს არის სიბნელის ქადაგება და ქართველი მუსლიმებისთვის გონების არევის მცდელობა.

როგორც ცნობილია, ამას პანკისის ხეობაში სალაფიტები ანუ თანამედროვე ვაჰაბიტები გაიძახიან და იქ უკვე იყო მცდელობები, მუსიკა და ცეკვა,  აეკრძალათ.

დავითაძე სხვა საშიშ სისულელეებსაც ქადაგებს, რომელთაც ისლამთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ ახდენენ მუსლიმი მოსახლეობის გასექტანტებას და რადიკალიზაციას. მაგალითისთვის კიდევ ერთი “თეოლოგიური შედევრი”:

იმედია, მთავრობასთან არსებული რელიგიების საბჭო და სხვა კომპეტენტური ორგანოები მალე გამობახუსდებიან და ამ პრობლემას ყურადღებას 2020 წელს მაინც დაუთმობენ.