რუსეთის პარლამენტის წევრმა, გამოჩენილი რუსი დიპლომატის, ევგენი მ. პრიმაკოვის შვილიშვილმა, ევგენი ა. პრიმაკოვმა, დღეს, 2 იანვარს, კომენტარი დაწერა თავის ფეისბუკ-გვერდზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
“ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დააკავეს და შემდეგ გაასამართლეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თავისუფალია.
იგი ყოველთვის პატიოსნად ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას და ყურადღებით ეპყრობოდა თავის პაციენტებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა.
ბევრი ხალხი აკვირდებოდა მის სასამართლო პროცესს. გარკვეული დრო დასჭირდა მის პატიმრობიდან განთავისუფლებას, რა დროშიც იგი, შესაძლოა, კიდევ მრავალ ადამიანებს დახმარებოდა.
რთული სამუშაოს შედეგად, ექიმი გაფრინდაშვილი თავისუფალია. განსაკუთრებით ფასეულია, რომ ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, რაც, დასაფასებელია.
ვულოცავ ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, აგრეთვე ექიმის ნათესავებს, მის პაციენტებსა და მეგობრებს და იმ ხალხსაც, ვინც უბრალოდ, გულგრილი არ დარჩა ამ პრობლების მიმართ” – აღნიშნავს პრიმაკოვი.
Грузинский доктор Важа Гаприндашвили, который был арестован и осуждён в Южной Осетии по обвинению в незаконном пересечении границы, был освобождён.
Он честно выполнял свой долг и лечил людей вне зависимости от их национальности. За его делом следили многие, освобождение заняло время, которое он мог бы использовать для помощи людям.
В результате сложной работы доктор Гаприндашвили на свободе. Особо ценно, что такое гуманное решение приняло руководство республики ЮО, что нужно, конечно, ценить.
Поздравляю всех, кто был к этому причастен или хотя бы неравнодушен, родных, близких и друзей доктора, а также и его пациентов.