პენსიონერებს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 20 ლარით გაეზარდათ

2020 წლის 1-ლი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირები.

სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1-ლი ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30-ლარიანი მატებაა გათვალისწინებული.

ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1-ლი ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.