ზაზა დავითაია ვაჟა გაფრინდაშვილზე: “რაის გმირი, სირცხვილია!”

ყოფილი პოლიტპატიმრების პროტესტი ვაჟა გაფრინდაშვილის “გმირად” შერაცხვასთან დაკავშირებით, ძლიერდება. ვიცე-პოლკოვნიკ გივი ვანიშვილის რეპლიკის შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარს წერს ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რომელიც ასევე იყო სააკაშვილის რეჟიმის უსამართლო პატიმარი. გთავაზობთ დავითაიას კომენტარს, უცვლელად:

 

სურათზე: “ნაცების” პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია, რომელსაც “ქოცების” პოლიცია “ნაცების” წინააღმდეგ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის გამო აკავებს (2019 წ.).

“ეს 2 თვე იჯდა არა? და ყურიც არავის აუწევია იქ ამისთვის… მაგრამ ჯდომა მაინც მობეზრდა და შეწყალების თხოვნა დაწერა!
ვის მოვთხოვეო, შეწყალება, ვისაო? ოკუპანტსაო და სეპარატისტულ რეჟიმსაო? მაგრამ, მაინც გმირი ვარო?
თან, რომ იფერებს კიდეც!

მე, ზაზა დავითაია, 4,5 წლის მანძილზე ვიყავი სააკოვის რეჟიმის პოლტპატიმარი და უმალ, სიკვდილს ვამჯობინებდი, ვიდრე სააკოვისგან შეწყალებას მოვითხოვდი!


რასაც აქ ვწერ, აუცილებლად ეხსომება ათასობით პატიმარს, ვისთან კონტაქტიც ამ 4,5 წლის განმავლობაში მომიწია… ამის გამო ვინმეს ჩემთვის გმირი რომ ეწოდებინა, ფარისევლობის გამო დედას ვაგინებდი! ღირსების საკითხი იყო და ვიჯექი!


ჰოდა, ბოლო დღემდე, ბოლო წუთამდე მოვიხადე ჩემთვის უსამართლოდ მოსჯილი სასჯელი და “ზვანოკით” გამოვედი! კარგით რააა, მართლა!

წელიწადი და 9 თვე – ვაჟკაცი კაცი ფეხებით დაკიდებული გაძლებს, თუ პრინციპია!

როცა არასწორად არქმევენ მავანს გმირს, მე
შექსპირის 66-ე სონეტის ნაწყვეტი მახსენდება:

“…რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ…”

გეყოთ!
რაის გმირი – სირცხვილია!
9 ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის და ბერი თევდორეს სულები ბორგავენ, თქვენი არასწორობით!” – წერს ზაზა დავითაია.