გახარიას მეშვეობით პოლიტიკური ცვლილებებიც არ არის გამორიცხული

გასული წელი მისთვისაც რთული იყო,პრემიერობამდე უკვე გადიოდა რთულ გზას,როგორც შსს მინისტრი,რომელიც ძალოვან სტრუქტურაში იყო უდიდესი დიპლომატიც!

გიორგი გახარიამ არა ერთ გზის ჩვენს ქვეყანას ააცილა საომარი მოქმედებების საფრთხე შიდა ქართლში,სადაც გავლებულია სასაზღვრო ხაზი,აცილებულ იქნა ახალი კონფლიქტების კერა პანკისსა და დავით გარეჯში ,და აი, შარშანდელი 20 ივნისიც,როდესაც სამართლიანი პროტესტი ჩვენი ქვეყნის მტრების მიერ აგორებულ იქნა პარლამენტის შენობის შტურმში და საკანონმდებლო ორგანოს არსებობის საფრთხე საცნაური გახდა,სწორედ ბ-მა გიორგიმ ქვეყანა იხსნა სახელმწიფო გადატრიალებისგან და მიუხედავად იმისა რომ უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ითხოვდა მოძალადეთა გასამართლებას,მან დიდი ჰუმანიზმი გამოიჩინა და შანსი მისცა “შეცდენილებს” გამოსწორების! მასმედიის საშუალებით ვინ აღარ ცდილობდა გიორგი გახარიას დისკრედიტაციას მის გამოყვანას “დიქტატორად” და “ჯალათად”,მაგრამ ამ ცილისმწამებლურმა კამპანიამ საპირისპირო შედეგი გამოიღო,ქართველი ერის უმეტესობა აღმოჩნდა მის გვერდით და სწორედ მოსახლეობის უდიდესი სურვილით გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერი გახდა! მან უპირველესად ხელი მიჰყო შიდა სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას! დღემდე თითქმის ყველა სფეროში ცდილობს გაუმჯობესება შეიტანოს,ეს იქნება ეკონომიკა და ბიზნესი,ტურიზმი,განათლება, მედიცინა…რეგიონებში მყოფი რწმუნებულების მეშვეობით გაეცნოს საქართელოს ყველა კუთხეში არსებულ პრობლემებს და სწრაფი რეაგირებით მოახდინოს ცვლილება! მიხედოს პენსიონერებს და მჭიდრო ხიდი გადოს სტუდენტ-ახალგაზრდობასთან…(მისი შეხვედრა ჭკადუაშში ახალგაზრდებთან,სადაც დეტალურად ეცნობოდა ახალგაზრდების პრობლემებს), შეხვედრები ფოთსა და ბათუმში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მჭიდრო სახელმწიფოებრივი ალიანსი საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან! სავაჭრო და ეკონომიკური ხელშეკრულებები უკრაინასთან და უმნიშვნელოვანესი tanap-ის პროექტი თურქეთთან და აზერბაიჯანთან,ამ ალიანსით საქართველო ხდება მონაწილე და დამაკავშირებელი ახლო აღმოსავლეთ ქვეყნებსა და ევროპას შორის!
2019 წელი იყო გზაჯვარედინზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის, არჩეული გზა უკეთესი მომავლისაკენ პრემიერ გახარიას სწორი პოლიტიკური კურსით!
2020 წელი გიორგი გახარიას თაოსნობით იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, .გაუმჯობესებული ყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ ადამიანის მეშვეობით პოლიტიკური ცვლილებებიც არ არის გამორიცხული!
წარმატება ვუსურვოთ საქართველოს პრემიერ მინისტრს,ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!-წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია.

წყარო: “თაიმერი”