ყოფილი პარლამენტარი და “ქართული ოცნების” წევრი, ოთარ ჩრდილელი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ღირსებითა და სამართლიანობით, მეტად საჭირბოროტო თემას ეხმაურება და საკუთარ “facebook”-გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“ახალი წლიდან არასრული სამი დღე გავიდა და ავტოავარიებით დაღუპულთა რიცხვი 8 თუ 9 გახლავთ
ჩვენ ამ ტემპით თუ გავაგრძელეთ, გასაუქმებელი გვექნება ეს დღესასწაული და მეტიც აღსანიშნავადაც არ ღირს.
5,5 მილიონიან ნორვეგიაში წელს ავტოავარიით გზებზე გარდაიცვალა მხოლოდ 1 ადამიანი, ისიც რუსი ტურისტი ღობეს შეასკდა…
ძალიან გთხოვთ გავუფრთხილდეთ, ერთმანეთის სიცოცხლეს, არც კი ვიცი რა ვთქვა- საზარელი სტატისტიკაა
დღეში საშუალოდ 3 ახალგაზრდა, მხოლოდ ავტოავარიით.
ამ პატარა, ერთი ციდა ქვეყანაში ” – წერს ჩრდილელი.