ჟურნალისტი ბექა კვიციანი ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ლიდერი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევია აღბეჭდილი, რომელიც ხელზე ეამბორება დიდ ქართველ არტისტ ქალბატონს, ვერიკო ანჯაფარიძეს.
“ქართველები განსაკუთრებულად უყვარდა ლეონიდ ილიას ძეს… ბრეჟნევის და მჟავანაძის ტანდემმა ძლიერად იმუშავა 1965 წლიდან” – აღნიშნავს ჟურნალისტი ბექა კვიციანი.