მორიგი უბედური შემთხვევა – სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით, ვარკეთილში ქალი გარდაიცვალა

მორიგი უბედური შემთხვევა – ვარკეთილში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საცხობში მუშაობდა, სადაც დღეს გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლოა, მიზეზი სწორედ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს ექსპერტიზა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.