“ვატო, დაყაჭე ფულები!”

განაწყენებული მოძველბიჭო ლიბერალური ტელეარხები, რომლებიც ხან დედას იგინებიან, ხან გეი-პარადებს “აპრავებენ”, ერთ ამბებში არიან – როგორ თუ სახელმწიფო მათ გადასახადების გადახდას სთხოვს.

თვითშერქმეული “მთავარი არხი” ეთერში იწვევს “პირველის” მფლობელს ვატო წერეთელს, რომელიც ქართული დემოკრატიის ბედზე დამწუხრებულა და მზად არის, დემოკრატიის პრინციპები ბოლომდე დაიცვას, რა თქმა უნდა, უანგაროდ:

„დღეგამოშვებით სასამართლო პროცესების ჩანიშვნა, ასეთი ფორსირება, როცა მსგავსი საქმეები წლობით იხილება, რა თქმა უნდა, არ მგონია რომ 70 წლის კაცის ნახვა უნდათ ყოველდღე სასამართლოში…
აქ არაფერი განსხვავებული არაა ჩემი ოჯახისთვის, ჩვენ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს დამოუკიდებელი მედიის ფლობა, ნებისმიერი შტურმისთვის მზად ვართ, ეს იქნება ინკასო, ციხე თუ სპეცრაზმი შემოვა.
როგორც ვიცით, თქვენი გენერალური დირექტორის პროცესები ფორსირებულად ჩაინიშნა, დარწმუნებული ვარ, ორივე არხზე იქნება შტურმი. ეს ორი-სამი თვე იქნება ასეთი გარდამტეხი შტურმი და მერე ვნახოთ“ – განაცხადა უშიშარმა ვატომ.

“გოგი, დაყაჭე ფულები!” – ისმის ბატონი ედუარდ შევარდნაძის მოწოდება. კარგი იქნება, ვატოსაც თუ შეუძახებენ, სახელმწიფოს კუთვნილი ფული “დაყაჭოს”.