თვითმკვლელობა სანადირო თოფით – ტრაგედია ჩოხატაურში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში 41 წლის მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.