თავისუფლად მოაზროვნე ამერიკელები, რომლებიც, სამწუხაროდ, აშკარა უმცირესობაში არიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ საკუთარი პრეზიდენტის და მთავრობის მიერ განხორციელებული ირანელი გენერლის მკვლელობის გამო.
მაგალითად, ცნობილი რეჟისორი-დოკუმენტალისტი და ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსი მაიკლ მური თავის “ტვიტერზე” აქვეყნებს მოკლული გენერალ ყასემ სოლეიმანის ფოტოს და წერს:
“გამარჯობათ, თანამემამულეებო. იცით ეს კაცი? იცოდით, რომ ის თქვენი მტერია? Რა? არასოდეს გსმენიათ მის შესახებ? დღის ბოლოს თქვენ გაგწრთვნიან და მის სიძულვილს გასწავლიან. გაგიხარდებათ, რომ ტრამპმა ის მოკლა. თქვენ გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ გეუბნებიან. მოემზადეთ თქვენი ვაჟების და ქალიშვილების ომში გასაგზავნად!” – აფრთხილებს მური ამერიკელებს, რომლებსაც აქამდე მართლა არაფერი სმენიათ ყასემ სოლეიმანის შესახებ.
ირანელ ხალხს ბოდიში მოუხადა და სოლიდარობა გამოუცხადა მსახიობმა როზ მაკგოვანმა, ხოლო ბლოგერი მეთიუ იგლესიასი და მუსიკოსი ჯონ ლეჯენდი ამხელენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სიცრუეში, თითქოს ირანელი გენერალი ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს; პირიქით, – ამბობენ ისინი, სწორედ ახლა გაიზარდა საფრთხე ამერიკის მოქალაქეთა სიცოცხლისათვის.