პირველად ისტორიაში! ომის დროშა ჯამყარანის მეჩეთის თავზე

ამერიკული აგრესიის საპასუხოდ, რომელმაც ერაყის ტერიტორიაზე ირანელი გენერალი, ირანული სუპერ-სპეცსამსახურის, “ისლამური წესრიგის მცველების კორპუსის” მთავარსარდალი ყასემ სოლეიმანი იმსხვერპლა, შიიტური რესპუბლიკა საომრად ემზადება.

ისტორიაში პირველად, ირანის რელიგიურ ცენტრში, ქალაქ ყომში, ჯამყარანის მეჩეთის თავზე, ომის წითელი დროშა აღიმართა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონს რთული პერიოდი ელის. რაც მთავარია, ამერიკელები შეეცდებიან (და დიდი მცდელობები არ დასჭირდებათ), ირანის წინააღმდეგ ქმედებებში ამა თუ იმ ფორმით საქართველოც ჩაითრიონ.