ტრამპის განგსტერულ პოლიტიკას თავისი კონკრეტული შედეგი აქვს – დღეს, ერაყის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს დაასრულოს ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა ერაყის ტერიტორიაზე.
ფოტო: ANF.
რეზოლუციაში მთავრობას მოეთხოვება გააუქმოს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი საერთაშორისო კოალიციების მიმართ არსებული ყველა თხოვნა დახმარების თაობაზე.
„ერაყის მთავრობამ უნდა დაასრულოს ნებისმიერი უცხოური ჯარების ყოფნა ერაყის მიწაზე და აუკრძალოს მათ ერაყის ხმელეთის, საჰაერო სივრცისა და წყლების გამოყენება ნებისმიერი მიზნებისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომლის მთავარი მიზანია აიძულოს აშშ ერაყის სხვადასხვა ნაწილებში დისლოცირებული მისი 5000-მდე ჯარისკაცი გაიყვანოს.
პარლამენტის რეზოლუციას არასავალდებულო ხასიათი აქვს, თუმცა ერაყის პრემიერ-მინისტრმა მანამდე მოუწოდა პარლამენტს, რომ ქვეყანაში უცხოური ჯარების ყოფნა დაასრულოს.
“France24”, “ალტინფოს” თარგმანი.