საქართველოში ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართება – იუწყება “ინტერპრესნიუსი“.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, სამგლოვიარო-სოლიდარობის აქცია 16:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, რასაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.