ამერიკა ერაყის ოკუპანტი ხდება – ტრამპის განცხადება

21-ე საუკუნის აშშ-ის პრეზიდენტი ისეთ განცხადებას აკეთებს, რომელიც მე-19 საუკუნის კოლონიზატორებს შეშურდებოდათ. კერძოდ, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ერაყიდან ამ ქვეყნის სუვერენული ნების მიუხედავად, ჯარების გაყვანას არ აპირებს.

მას შემდეგ, რაც ერაყის პარლამენტმა მიიღო დადგენილება ქვეყანაში ამერიკული ჯარების ყოფნის არალეგიტიმურად ცნობის შესახებ, ტრამპი ერაყს ფინანსური სანქციებით ემუქრება. ინფორმაციას ავრცელებს “უოლ სტრიტ ჯორნელი”.

მისი თქმით, ამერიკა ერაყს დაუწესებს უმძიმეს სანქციებს და აიძულებს გადაახდევინოს მილიარდობით დოლარი, თუ დადგება დღის წესრიგში არმიის გაყვანის საკითხი ტერიტორიიდან.

„ჩვენ ძალზე ძვირიანი საჰაერო ბაზა გვაქვს ერაყში, რომლის მშენებლობაც მილიარდობით დოლარი დაჯდა, ჩვენ არსად წავალთ სანამ იმავე რაოდენობის თანხას უკან არ მივიღებთ“ ,- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ერაყმა აშშ-ს უნდა გადაუხადოს, თუ სურს, რომ ამერიკულმა ჯარებმა ქვეყანა დატოვონ.

როგორც ჩანს, ტრამპს ასობით ამერიკელი ჯარისკაცის კუბო სჭირდება ერაყიდან – ჯარებს მერე სწრაფად გაიყვანს.