მიუხედავად აშშ-ის ღრმად მოხუცი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარებისა, რომ ამერიკა ერაყს სანქციებს დაუწესებს, თუკი სუვერენული სახელმწიფო ამერიკული საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვს, მთავრობა ბაღდადში ამერიკელების მიერ ქვეყნის დასატოვებლად ემზადება.
ერაყის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარმომადგენელმა, აბდელ ქერიმ ხალფმა განაცხადა:
“ერაყის მთავრობა მოემზადა ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გასაყვანად. ერატში საერთაშორისო კოალიციის ქმედებები შეზღუდული იქნება კონსულტაციებით, შეიარაღებებით და სამხედროების წვრთნებით, ხოლო შეიარაღებული ძალები ერაყიდან გავლენ… ამერიკელების მიერ განხოცრიელებული უკანასკნელი (სარაკეტო) დარტყმები იყო სისულელე, რომლის მიმართ მდუმარება შეუძლებელია” – გადმოსცა ხალფის განცხადება ტელეკომპანია “ალ-ჯაზირამ”.
ერაყელი სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, “ერაყის მთავრობამ შეზღუდა საერთაშორისო კოალიციის სახმელეთო და საჰაერო გადაადგილება და არ მისცემს მათ საშუალებას, სადმე იმოძრაონ”.