გუაიდო გადაიდო – ქართული დიპლომატიის მორიგი მარცხი

დასავლეთის მიერ ფავორიზებული, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და პარლამენტის სპიკერი, ხუან გუაიდო, რომელმაც თავი ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა პრეზიდენტად და, დასავლეთს აყოლილმა საქართველოს მთავრობამ “აღიარა”, აღარ არის პარლამენტის სპიკერი. გუაიდოს პრეზიდენტობა ხომ ისედაც გამორიცხული იყო.

სურათზე: ახალი სპიკერი ლუის პარრა.

ეროვნული ყრილობის დეპუტატებმა, რომლებიც აქამდე ოპოზიციის მიერ კონტროლდებოდნენ, ხმა მისცეს საკანონმდებლო ორგანოს ახალი ხელმძღვანელობის არჩევას. ამის შესახებ ადგილობრივი teleSUR იუწყება და უკვე გაავრცელეს მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა.

გუაიდოს ადგილს სახელისუფლებო დეპუტატი ლუის პარრა დაიკავებს.

მართალია, დასავლური მედია ამტკიცებს, რომ პარრამ თავი “გამოიცხადა” სპიკერად, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ გუაიდომაც “გამოიცხადა” თავი პრეზიდენტად, ეს კი დასავლეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა მისი “აღიარებისათვის”. დრომ აჩვენა, რომ ხალხი გუაიდოს მხარს არასაკმარისად უჭერს და ისევ მადურო ურჩევნია.

პარლამენტის უფლებამოსილება ვენესუელაში ორი წლით არის განსაზღვრული.