ნაკლები სპორტული მიღწევა, მეტი სიგიჟე – მიცვალებულთა სისხლის ლაქები ქართულ დროშაზე

“დროშა, რომლითაც ლევან ჩოხელი გამოდის ოქტაგონზე, აგვისტოს ომში მებრძოლი, ქართველი ჯარისკაცების სისხლითაა შეფერილი. თუ დააკვირდებით ფოტოს, ნათლად ჩანს ლაქები” – სიამაყით იუწყება შერეული ორთაბრძოლების ქართული ფეისბუკ-გვერდი “Mma-Georgia” და თან ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ჩანს, ზოგ სპორტსმენს პიარისათვის რადიკალური პოლიტიზებული ზომები სჭირდება, სპორტული წარმატებების ნაკლებობის გამო. თუმცა ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი.