ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი თუ ოპოზიციის შანტაჟის შიში – რომელ გზას აირჩევს მთავრობა?!

სერგეი ლავროვის ჩამოსვლა საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტს გამოიწვევს და ამით რა თქმა უნდა, ისარგებლებს ოპოზიცია, რაც ქვეყანაში დაძაბულობას გამოიწვევს, – ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობას სერგეი ლავროვის ჩამოყვანა ურჩევნია, რადგან საზოგადოების პროტესტს გარკვეულწილად გადააგორებენ, ხოლო ლავროვის ვიზიტის ჩაშლას, რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული პროტესტი და აგრესია მოყვება.

„ქართული ოცნება“ არის სრულ დაბნეულობაში. სერგეი ლავროვი უნდა ჩამოვიდეს, რადგან ის არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. არ ჩამოსვლა როგორ შეიძლება მოხდეს, მაშინ გამოდის, რომ მთავრობამ უნდა შეუთვალოს არ ჩამოვიდეს და ეს გამოწვევს კიდევ უფრო დიდ დაძაბულობას რუსეთთან ურთიერთობაში, რასაც რუსეთი საქართველოს ასე მარტივად არ შეარჩენს. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მთავრობამ თავიდან აიცილოს მინისტერიალის ჩატარება, რადგან წარმოუდგენელია ქვეყანაში სერგეი ლავროვის ჩამოსვლამ წყნარად და მშვიდად ჩაიაროს და ვითარება კიდევ უფრო არ დაძაბოს“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს.