ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები აფრთხილებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ.
ერაყიდან ამერიკელი სამოქალაქო პირები უკვე ევაკუირებულნი არიან. ეს გახლდნენ ძირითადად, ნავთობის მოპოვება-გადამუშავების სფეროში მომუშავე პირები.
საქართველოს რაც შეეხება, ამერიკის ოფიციოზი თავისი მოქალაქეებისათვის ჩვენთანაც საფრთხეს ხედავს: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს ცნობით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში აშშ მოქალაქეებს შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეექმნათ, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ რისკებთან, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრასა და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.