ტრამპის ამერიკა ვანდალების როლში – ირანის კულტურული საგანძურის განადგურების მუქარა

ირანი, ძველი სპარსეთი, უძველესი კულტურის ქვეყანაა და რამდენიმე ცივილიზაციის ისტორიას ინახავს. მსოფლიოში სახელგანთქმულია სპარსული კულტურული მემკვიდრეობა.

სურათზე: დონალდ ტრამპი თავის პენტჰაუსში. საეჭვო გემოვნების პრეზიდენტისგან არაა გასაკვირი, რომ იგი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ დანატოვარს არაფრად მიიჩნევს.

 

სულ რაღაც ორასორმოცდაათწლიანი ისტორიის მქონე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი თავს უფლებას აძლევს, დაიმუქროს, რომ მისი ქვეყანა ამ მემკვიდრეობას გაანადგურებს. ტრამპის ბარბაროსულმა განცხადებებმა ევროპელებიც აღაშფოთა და მათ რომის დამაქცევარი ვანდალები გაახსენა.

გერმანული “შპიგელის” ავტორი აღნიშნავს, რომ ტრამპი “ეჭვს ქვეშ აყენებს ას წელზე მეტი ხნის წინ დადებულ ჰააგის კონვენციას სახმელეთო ომის წარმოების შესახებ, რომელიც ომის შემთხვევაში ცივლიზატორულ საფუძვლებს არეგულირებს. თუკი იგი თავის მუქარას აასრულებს, ეს იქნება ცივილიზაციის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ბარბაროსობის აქტი, რომელიც ბამიანში, ტალიბანის მიერ ავღანური ძეგლების დანგრევას გვაგონებს”.

“შპიგელი” ასევე ვარაუდობს, რომ აშშ-ირანის კონფლიქტი დიდი გამოწვევაა ნატოსთვისაც. “არ არის გამორიცხული, რომ არა რუსეთი, არამედ ირანი მიიყვანს ტრანსატლანტიკურ ალიანსს უკიდურესობის ზღვრამდე” – აღნიშნულია სტატიის დასასრულს.