მალხაზ მაჩალიკაშვილი სოც.ქსელში კარვის ადგილმდებარეობის შეცვლას აანონსებს: “ვფიქრობ, კარავს ადგილმდებარეობა შევუცვალო”
მისი ინფორმაციით, ბანერი პარლმენტის ტერიტორიაზე დარჩება, თუმცა კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა აქვს.
“რამდენად უსუსური ხარ “ქართული ოცნება”. იმაზეც კი წახვედი, ბავშთა ბაღის ანგელოზებიც კი გამოიყენეთ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად გადარჩეთ, როგორ იძირები დღე და დღე , თან ისე ,ხვდებით და არ გინდა მიხვდეთ. იძულებული გავხდი პირველად , ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში, ამ შემთხვევით მესარგებლა, ცოტათი დავისვენო, ძალა მოვიკრიბო. ბანერი წარწერით , იმისი მოთხოვნით ,რომ უნდა შეიქმნას დროებითი კომისია პარლამენტში დაიდგმევა პარლამენტის წინ , ეს ცხადია , იმიტომ რომ შესაფერისი ადგილი ის არის. რაც შეეხება კარავს , ვფიქრობ ადგილ მდებარეობა შეუცვალო. კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა მაქვს”. – წერს მაჩალიკაშვილი.