გოგა ხაინდრავა ოპოზიციის მიერ „შავი სიის“ შექმნას ეხმაურება.

გოგა ხაინდრავა იმ სიის აღდგენას აპირებს, რომელიც, მისი თქმით, ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი. ამით რეჟისორი ოპოზიციის მიერ „შავი სიის“ შექმნას ეხმაურება.

„მე მივმართავ საზოგადოებას, რომ ამ სიის ბინადრებმა აღვადგინოთ ჩვენი წევრობა და შევადგინოთ ეს სია. ამით ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს, რომ გაიცნონ რა მასშტაბის არის ეს სია, რომელიც თავის დროზე ბოკერიამ, სააკაშვილმა და ამ ბოლშევიკებმა შექმნეს. ეს არის სია, რომელშიც მოსახლების უდიდესი ნაწილი შედიოდა და შედის.

ჩვენ აუცილებლად გამოვაცხადებთ მისამართს, სადაც ყველა საქართვლოს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გამოაგზავნოს საკუთარი მონაცემები. მე მინდა მივმართო პრესას, რომ აუცილებლად გააშუქოთ ეს სია. მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, ყურადღებით გაეცნონ ამ სიებს გამოქვეყნებამდე, რადგან აქ ბევრ ნაცნობს შეხვდებიან და უნდა იცოდნენ რაში მონაწილეობდნენ. პარალელურად დგება სასულიერო პირების სიები, მისი გამოცხადებაც დაიწყო და ამაზე ყველაზე მეტად აქტიურობს პეტრე ცაავა და კომუნისტი თეოლოგები. ეს ყველაფერი არის ბრძოლა სახელმწიფოსთან, რომელიც დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან“- აცხადებს ხაინდრავა.