თავისთავად, ირანის მხრიდან დარტყმა არის ომის გამოცხადების აქტი, ასეთი პირდაპირი იერიშის მიტანა ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების 2 ბაზაზე ნიშნავს ომის აქტს, – ასე შეაფასა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა ბოლო 24 საათში აშშ-სა და ირანს შორის განვითარებული მოვლენები.
ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სავარაუდოდ, ირანის შეტევა მსხვერპლით არ დასრულებულა (ტრამპის განცხადება, რომ ყველაფერი კარგადაა, ამას ნიშნავს), ეს აშშ-ის საშუალებას აძლევს, კარგად აწონ-დაწონოს ყველაფერი და ეს მისაღებია ირანისთვისაც, რადგან აშშ-სგან ავტომატურ დარტყმას არ მიიღებს.
ამერიკის ქართველი აპოლოგეტები არად დაგიდევენ ლოგიკას და ალტერნატიულ ინფორმაციას. ასე მაგალითად, ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვას 80 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხშირად ხდება, რომ ორ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის პირობებში, სინამდვილე სადღაც შუაშია ხოლმე…