საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი ავღანეთსაც ტოვებს

2011 წლის 26 მაისის თბილისის სისხლიან ტრაგედიაზე სანქციის გამცემი აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, რომელიც 2017 წლის დეკემბრიდან ავღანეთში ელჩის თანამდებობას იკავებდა, თანამდებობასაც და ქვეყანასაც ტოვებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში ამ ცვლილებას გეგმიურ როტაციას უკავშირებენ, მაგრამ უცნაურია, რატომ ხდება ელჩის როტაცია ორი წლის შემდეგ, დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებულია 3-წლიანი როტაცია.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, ჯონ ბასი არ ეთანხმება ტრამპის პოლიტიკას მოძრაობა “ტალიბანთან” მიმართებაში, რადგან ეს მოლაპარაკებები ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას გამოიწვევს.

ეს ყველაფერი ერაყში დაძაბულობის ფონზე ხდება, საიდანაც, დიდი ალბათობით, ამერიკა იძულებული იქნება, გაიყვანოს თავისი საჯარისო კონტინგენტი.