სომხეთ-აზერბაჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე მოკლეს

კიდევ ერთი ტერიტორია რეგიონში, სადაც არ არის გამორიცხული ვითარება გამწვავდეს. საუბარია ამჯერად სომხეთ-აზერბაჯანის საზღვარზე, სადაც ღამით სროლები იყო. დაღუპულია აზერბაიჯანელი მესაზღვრე.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრე სომხეთის მხრიდან სნაიპერის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

მომხდარის გამო ბაქო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. საზღვართან აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის უფროსი და სხვა მაღალჩინოსანები გაემგზავრნენ.