აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, ნებისმიერ ხერხის გამოყენების საშუალებით გაამართლოს აგრესია ირანის მიმართ, რომელიც გენერალ სოლეიმანის მკვლელობაში გამოიხატა და დააბრკოლოს საკუთარი მოსახლეობის სწორი ინფორმირება.
ვაშინგტონმა საერთაშორისო ნორმების დარღვევით, უარი უთხრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე. მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოზე დასასწრებად აპირებდა გამგზავრებას. ამერიკელებმა მოიმიზეზეს, რომ ირანმა ვიზა შემჭიდროებულ ვადებში მოითხოვა და ვიზის გაცემა ვერ მოესწრო, თუმცა ზარიფმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზა გენერალ სოლეიმანის მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო მოთხოვნილი და ამერიკულ მხარეს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა მის გასაცემად.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას “ეშინია, რომ ვინმე მოვა და ამერიკელ ხალხს სიმართლეს გააგებინებს. რასაკვირველია, ისინი ცდებიან, რადგან მსოფლიო არ შემოიფარგლება ნიუ-იორკით და ჩვენ შეგვიძლია, მსოფლიოს თეირანიდანაც ველაპარაკოთ”.
აშშ-ის მიერ გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, რომ უზრუნველჰყოს უცხოელი დიპლომატების შეუფერხებელი დასწრება გაეროს ღონისძიებებზე ნიუ-იორკში, ამ ორგანიზაციის სამდივნო გამოეხმაურა. გამოხმაურებაში აღნიშნულია, რომ გენერალური მდივანი ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან პომპეოს, რომელმაც დაადასტურა, რომ აშშ თავის ვალდებულებებს შეასრულებს.
დიპლომატიური ფორმულირებაა, რომელიც ვერ მალავს ამერიკელების მიერ გაეროზე ზეწოლის უხეშ მცდელობას და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას.