ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა უკრაინული ბოინგის ავიაკატასტროფის გამო

თეირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ომანში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში ბრუნდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ ტელეგრამში პირველი კომენტარი დაწერა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.~~

“საშინელი ახალი ამბავი ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ჰომეინის საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტიდან აფრების შემდეგ, ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ყველა წევრი და მგზავრი დაიღუპა. ჩვენი საელჩო ტრაგედიის მიზეზებისა და დაღუპულთა სიების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და დაღუპულთა ახლობლებს ვუსამძიმრებ,“ – აცხადებს ზელენსკი.

შეერთებული შტატების, სინგაპურის, ჩინეთის და მალაიზიის ავიახაზებში აცხადებენ, რომ ირანის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენენ. კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ დაძაბულ ვითარებას უკაშირდება.

ავიაკატასტროფას თეირანის აეროპორტთან 180 მგზავრი ემსხვერპლა. ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაღუპულია. უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ – 737 რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა.

თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა. კადრებს ირანული მედია ავრცელებს. ამ ეტაპზე მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბორტზე, ჯერჯერობით უცნობია.