“ჟურნალი კინოს წინ”? – ირანმა ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზა დაბომბა

გაჯიუტებულ დონალდ ტრამპს, რომელსაც არ სურს ერაყიდან ამ ქვეყნის ხალხის და მთავრობის სუვერენული ნების საწინააღმდეგოდ, ჯარების გაყვანა, ირანი ეხმარება – სამშაბათიდან ოთხშაბათ ღამეს ისლამურმა რესპუბლიკამ ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა ერაყში განლაგებული ორი ამერიკული საყრდენი ბაზა.

როგორც მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ათეულობით ირანული ბალისტიკური რაკეტა გამოსროლილ იქნა აინ ალ-ასადის ბაზის მიმართულებით, რომელიც ერაყის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ასევე დაიბომბა ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ერბილთან მდებარე ბაზაც.

პენტაგონი ადასტურებს რომ ერთ ათეულზე მეტი რაკეტა დაეცა მათ სამხედრო ბაზებს. ამერიკელები ჯერ არ იუწყებიან, არის თუ არა მსხვერპლი მათი ცოცხალი ძალის სახით. პრეზიდენტი ტრამპი ინფორმირებულია და გაერთიანებული არაბთა საემიროებიდან ჰაერში ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავები აფრინდნენ. ირანელები საპასუხოდ თავიანთი გამანადგურებელი-თვითმფრინავებით პატრულირებენ საკუთარ საჰაერო სივრცეში.

ირანული მხარე აცხადებს, რომ მათ რაკეტებით მთლიანად განადგურებულია ერთი ამერიკული სამხედრო ბაზა. ვრცელდება რაკეტების გასროლის ღამეული კადრები. იხ. ვიდეო.