დაპირისპირებაა აფხაზეთში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღეს და შენობაში შეიჭრნენ. სოხუმში აქციაზე შეკრებილებსა და ადმინისტრაციის დაცვას შორის შეტაკებაც მოხდა. ხმაური ამ წუთებშიც გრძელდება.
დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდიან და რჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სექტემბერში ჩატარდა.
ხმების უმრავლესობა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ოპოზიციური პარტია “ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია. სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს შენობის შესასვლელი კარი.
7 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კვიცინიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა. ამ წუთებში კი, სწორედ ამ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.