ერაყის და ირანის საჰაერო სივრცეში აზიური ავიაკომპანიები კვლავ დაფრინავენ

რიგი ევროპული ავიაკომპანიებისა და აშშ-ის მიერ ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენის აკრძალვის შემდეგ ამა ორი ქვეყნის სივრცე, თბილისის დროით 9 იანვარს, 00:25 წუთზე ასე გამოიყურება:

როგორც სპეციალური რესურსის, flightradar24-ის მიერ პირდაპირ რეჟიმში ნაჩვენები რუკიდან ჩანს, ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ათეულობით თვითმფრინავი გადაადგილდება, დროის მცირე მონაკვეთზე. მაგრამ ეს გახლავთ აზიური ავიაკომპანიების კუთვნილი ლაინერები, მაგალითად: “Qatar Airways”, “Emirates”, “Pegasus Airways”, “Azerbaijan Airlines” და სხვა. ევროპულმა ავიაკომპანიებმა მთლიანად შეაჩერეს სატრანზიტო ფრენები ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში.

საინტერესოა, რომ გუშინ, ირანის მიერ აინ ალ-ასადისა და ერბილის რაკეტებით დაბომბვის დროს, ბევრად მეტი თვითმფრინავი მოძრაობდა, რადგან ევროპელებსა და ამერიკელებს არ ჰქონდათ შეწყვეტილი სატრანზიტო ფრენები ერაყ-ირანის საჰაერო სივრცეში.