“საქართველოს მთავრობა მალე შეიცვლება. გიორგი გახარია თანამდებობის დასატოვებლად ემზადება. მმართველი პარტიიდან „თაიმერს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პრემიერი გიორგი გახარია ძალიან მალე „ქართუ ჰოლდინგის“ პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.
აღნიშნული ინფორმაცია თუ გამართლდა, ეს ერთგვარი ნოვაცია იქნება, რადგანაც აქამდე ივანიშვილს „ქართუდან“ მოჰყავდა მთავრობაში სამუშაოდ ხალხი, ახლა კი მთავრობიდან მიჰყავს „ქართუში“.
დანარჩენ დეტალებს „თაიმერი“ მოგვინებით მოგაწვდით.”- ‘წერს სააგენტო.