აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

19 ხმით ოთხის წინააღმდეგ  აფხაზეთის დეპუტატებმა დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. დოკუმენტი  პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

კენჭისყრაზე თავი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა. პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება.

აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.