მსოფლიო გეი-ლობი ირანის წინააღმდეგ ამოქმედდა

კანადის პრემიერ-მინისტრი, მსოფლიოში ცნობილი გეი-ლობისტი ჯასტინ ტრიუდო, ირანის ისლამურ რესპუბლიკას ადანაშაულებს უკრაინული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაში, რომელიც 8 იანვრის დილით თეირანის აეროპორტიდან აფრინდა, მაგრამ ცეცხლმოდებული, კვლავ დაჯდომის მცდელობისას, დაიმსხვრა.

ტრიუდოს განცხადებით, „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო, პრემიერი კანადის ე. წ. დაზვერვის მონაცემებს იშველიებს, რომელთა თანახმად, თვითმფრინავი ირანის რაკეტამ (მიწა-ჰაერი) ჩამოაგდო.

„შესაძლოა ეს არ იყო გამიზნული,“- განაცხადა ტრიუდომ. კანადის პრემიერის განცხადებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზები დადგინდეს.

ტრიუდოს მხარს უბამენ საერთაშორისო გეი-ლიბერალური ჟურნალისტები, რომლებიც ასევე ირანს ადანაშაულებენ. ასე, CBS News-ი წერს, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, სატელიტმა ორი რაკეტის ინფრაწითელი გამოსახულება იპოვა, რომელსაც სხვა, აფეთქების ამსახველი გამოსახულებაც მოჰყვა.

ეს ვერსია კატასტროფის პირველივე დღიდან უარყო თავად ირანმა, როდესაც ინფორმაცია იორდანული წყაროებით გავრცელდა. იორდანია ამერიკელი ლიბერალების მორჩილი არაბული ქვეყანაა.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

მაშ, რატომ აქტიურობს ასე, ცნობილი კანადელი გეი-ლობისტი, დონალდ ტრამპის ასევე ცნობილი მტერი, ჯასტინ ტრიუდო? იმიტომ ხომ არა, რომ ტრამპი ბოლო მომენტში გონს მოეგო და ირანზე სამხედრო შეტევაზე უარი თქვა?!

ცნობისათვის: კანადის პრემიერ-მინისტრი ტრიუდო კანადაში სახელგანთქმული ტრიუდოების პოლიტიკური დინასტიის წევრია, აშშ-ში კენედების ან ბუშების დინასტია გამოდგება შედარებისათვის. მაგრამ ჯასტინ ტრიუდო გახლავთ რადიკალი ნეოლიბერალი, “მსოფლიო წესრიგის” მომხრე, გეი-ლობისტი და ასევე, კონსერვატული რუსეთის მტერი. ზემოთ ციტირებულმა CBS-მა ტრიუდოს მიერ ქ. ვანკუვერის გეი-ბარის დემონსტრაციულ მონახულებას “ისტორიული მოვლენა” უწოდა. ტრიუდო სარგებლობს კანადის ეკონომიკური კეთილდღეობით და ამ ქვეყნის ენერგიას საგარეო პოლიტიკის ფარგლებში კონსერვატული ძალების წინააღმდეგ ხარჯავს, იქნება ეს რუსეთი, ირანი თუ სხვა ქვეყნები ან პოლიტიკოსები (მაგალითად, დ. ტრამპი), რომლებიც ნეოლიბერალების ფასეულობებს არ იზიარებენ.